ირაკლი კობახიძე - საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი

საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი თქმით, ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული.

კობახიძემ განმარტა, რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოში იმიგრაციას.

„რა განაპირობეს ზოგადად, საქართველოში იმიგრაციას? რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი - საქართველო არის ტურისტული ქვეყანა და ბუნებრივია, ასეთ პირობებში განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული მიგრაციის მართვა. მოგეხსნებათ, რომ განათლების სისტემა არის გახსნილი ასევე უცხოელებისთვის. საქართველოში დღეს სწავლობს 37 000 უცხოელ სტუდენტი. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შრომით მიგრაცია - საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, იქიდან გამომიდინარე, რომ ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული. ასეთი ინტერესი არ არის. რა თქმა უნდა, არალეგალური მიგრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო. ამაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ,“ -განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს