პრემიერი - მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა 257 ათასს შეადგენს, რაშიც მათ შორის არალეგალი მიგრანტები შედიან

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა 257 ათასს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ რაოდენობაში მათ შორის არალეგალი მიგრანტები შედიან.

როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „საქსტატი“ 25 ივნისს დაზუსტებულ სტატისტიკას გამოაქვეყნებს.

“საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 მილიონ 914 ათასი ადამიანი. აქედან მაქსიმუმ 257 ათასი უცხოელია. “საქსტატის” ეს მონაცემები დაზუსტებული არ არის და დაზუსტებული მონაცემები 25 ივნისს გამოქვეყნდება. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება, გამომდინარე იქიდან, რომ არის გარკვეული ბუნდოვანება.

საქართველოში მიგრაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. პირველი არის ის, რომ საქართველო ტურისტული ქვეყანაა და ასეთ პირობებში მიგრაციული პროცესების მართვა რთულია. უცხოელებისთვის ასევე გახსნილია განათლების სისტემა და დღეს საქართველოში 37 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შრომითი მიგრაცია. საქართველოში ბევრი მიმართულებით სამუშაო ძალის დეფიციტია და რომ არა უცხოელი მუშახელი არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, რადგან ბაზარზე არ არის ქართველი მუშა-ხელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია არალეგალური მიგრაცია, რაზეც განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო“ - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.

პარლამენტში ირაკლი კობახიძის მოსმენა ინტერპელაციის ფორმატში მიმდინარეობს.

კობახიძე პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიიწვია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს