პრემიერი  - იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პირი, რეალურად, არ იმყოფებოდა სწავლის მიზნით საქართველოში და მათზე მაინც გაიცემოდა ბინადრობის ნებართვა, ასეთი შემთხვევები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, მაქსიმალურად გამკაცრდება პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო ბინადრობის ნებართვის ბოროტად გამოყენების პრევენცია.

როგორც მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, ამ მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული პრობლემური პრაქტიკა.

„იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც რეალურად, პირი არ იმყოფებოდა სწავლის მიზნით საქართველოში და მათზე მაინც გაიცემოდა ბინადრობის ნებართვა. ასეთი შემთხვევები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. მაქსიმალურად გამკაცრდება პოლიტიკა ამ კუთხით.

დაიხვეწება უცხოელების მონაცემთა ბაზა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სრულფასოვანი მონაცემთა ბაზა, სადაც აისახება მონაცემები საქართველოში მყოფი ყველა უცხოელის შესახებ. ბუნებრივია, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზომა, რომელიც გვაძლევს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შესაძლებლობას.

ზოგადად, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა არის მუდმივი პროცესი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს უნდა შევხვდეთ მომზადებული და ზუსტად ამას ემსახურება ის ცვლილებები, საკანონმდებლო თუ პრაქტიკული, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა მთლიანად სისტემაში“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს