ხატია დეკანოიძე - ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა - ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება, რომ საქართველოს მეგობრებს ვახსოვართ.

„ევროკავშირმა, კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება, რომ საქართველოს მეგობრებს ჩვენ ვახსოვართ.

იმედია, ამაზე იქნება საუბარი,“ - წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გაავრცელა, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის დათმობები, რაზეც რუსეთი უკრაინასთან შეერთებული შტატები შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში უნდა წავიდეს. მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მეზობელი ქვეყნებიდან მათ გაყვანას, რეპარაციების გადახდას და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და „რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში“.

„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ რუსეთის ჯარები ათწლეულების განმავლობაში არიან განლაგებული რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ რეგიონებში, როგორიცაა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი, ასევე ბაზები სომხეთსა და ბელარუსში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს