ირაკლი კობახიძე - საქართველოში 6 თვიდან 3 წლამდე შემოსვლა აეკრძალა 2 331 პირს, 2-დან 20 წლამდე ვადით - 52 პირს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო გაძევებისა და შემოსვლის აკრძალვის ზომა შეეფარდა 22 პირს

მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე, საუბარია შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევაზე გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაქსიმალური ჯარიმა იყო 360 ლარი და „ასეთ პირობებში იყო დიდი ცდუნება იმისა, რომ ადამიანს განსაკუთრებული რისკის გარეშე ჩაედინა შესაბამისი სამართალდარღვევა“.

„ახალი კანონმდებლობის მიხედვით, როგორც მოგეხსენებათ, დადგენილია გაზრდილი ჯარიმები 1000-დან 3000 ლარამდე და ფულად ჯარიმებთან ერთად, დაწესებულია შემოსვლის აკრძალვა შესაბამისი სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე. გამომდინარე სამართალდარღვევის შინაარსიდან, 6 თვიდან 3 წლამდე შემოსვლის აკრძალვა არის გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის სახით. ასეთი აკრძალვა გასული წლის პირველი ოქტომბრიდან დაუწესდა 2 331 პირს.

ასევე ცალკე არის დადგენილი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ აქაც კრიმინალიზაცია მოხდა მთელი რიგი სამართალდარღვევების. გაძევება და შემოსვლის აკრძალვა, ასეთი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის შემოსვლის აკრძალვა გათვალისწინებულია 2-დან 20 წლამდე ვადით, გამომდინარე სამართალდარღვევის კატეგორიიდან. ასეთი ზომა შეეფარდა სასჯელის სახით 52 პირს საქართველოში პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული.

რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პირის გაძევებას და შემოსვლის აკრძალვას, ასეთი ზომა შეეფარდა 22 პირს პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს