ჟენევაში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„მოლაპარაკებები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. გუშინ სხვადასხვა ფორმატში ძალიან დიდხანს გაგრძელდა, დღეს კი დაახლოებით ორი საათი. ისინი რთული, მაგრამ საქმიანი იყო“, - განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ.
მედინსკის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართება.