4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ათონელის სასახლის დაცვის თანამშრომელს - დარწმუნებული ხართ, რომ ღობეს არავინ შეხებია, არ იყო ჩაჭრილი და გატეხილი?

დარწმუნებული ხართ, რომ ღობეს არავინ შეხებია, არ იყო ჩაჭრილი და გატეხილი? - ასე მიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა მანუჩარ მიქელაძემ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეს, ათონელის სასახლის დაცვის თანამშრომელს, გიორგი წეველიძეს.

თავის მხრივ, საპასუხოდ დაცვის თანამშრომელმა აღნიშნა: „კი, დარწმუნებული ვარ 100%-ით“.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ მოახერხა 4-5 ადამიანმა ამ ღობის გადანგრევა? ეს იყო განსაკუთრებული ხალხი? ჩაჭრილი ღობე თუ როგორ მოხდა, როგორ გგონიათ? კონკრეტული პასუხი მაინტერესებს, რას მოიცავს უსაფრთხოება. ამ შემთხვევაში, უსაფრთხოება იყო შენობის შიგნით, ამას ამბობთ ხომ? თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ღობეს არავინ შეხებია, არ იყო ჩაჭრილი და გატეხილი?“,- მიმართა მიქელაძემ.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს