ირაკლი კობახიძე - პირველადი ანალიზით გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის 8% არის შეძლებული - სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების სისტემაზე და განაცხადა, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას და განახლებას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის დროს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ხოლო დახმარების მიმღებთა შორის 8 პროცენტს არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, არამედ შეძლებულია.

სწორედ ამიტომ, კობახიძე აცხადებს, რომ ეს საკითხი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდება.

„სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო. კოვიდის დროს გაიზარდა, 2020 წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი მოქმედებდა ბაზის გადახედვაზე. რეალურად ბაზა არის გადასახედი, არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული.

ჩვენ, ერთგვარი პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის მხოლოდ 8 პროცენტი არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული. არათუ, სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ამ 700-800 ათასიდან დაახლოებით 8% შეძლებულია. რა თქმა უნდა, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, რაც 2020 წლის შემდეგ არსებითად არ მომხდარა. ბუნებრივია, ესეც არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამოცანა.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს