ირაკლი კობახიძე - კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ კერძო სექტორის ჩართულობით

კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ნაწილში საჭირო იქნება კერძო სექტორის ჩართულობაც, რათა მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

„უნდა მივიღოთ მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას და, მეორე მხრივ, ჭარბ ტვირთად არ დააწვება არც კერძო სექტორს, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შესაბამისი ზომების მიღება“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს