ირაკლი კობახიძე - შარშან 1000 მოქალაქით მეტი დაბრუნდა, ვიდრე გავიდა ქვეყნიდან, ეს მცირე გაუმჯობესებაა, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს - ვფიქრობთ, ეკონომიკური ზრდის გაგრძელებასთან ერთად ეს ტენდენციები გაუმჯობესდება

საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლის კუთხითაც არ გვაქვს სახარბიელო მაჩვენებლები, ზოგადად, რაც შეეხება დემოგრაფიას, არის ერთადერთი მსხვილი სფერო, სადაც გვაქვს უარყოფითი ტენდენციები და მაჩვენებლები არ არის სახარბიელო, თუმცა შარშან გვქონდა დამაიმედებელი სტატისტიკა - პირველად მოხდა 2020 წლის შემდეგ ისე, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ გადააჭარბა საქართველოდან გასული მოქალაქეების რაოდენობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია 1000 მოქალაქეზე, თუმცა ასეთი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა.

„1000 მოქალაქით მეტი დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ეს არის მცირე გაუმჯობესება, თუმცა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდის გაგრძელებასთან ერთად ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ამ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც აუმჯობესებს დემოგრაფიულ ტენდენციებს, შესაბამისად, იმედი გვაქვს, მომდევნო წლების განმავლობაში ეს დადებითი დინამიკა გაგრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს