კახაბერ გულედანი - მიმდინარე წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება - შოვის ტრაგედია ცხადი მაგალითია, რა მძიმე შედეგებს იწვევს დაგვიანებული რეაგირება

ბოლო წლებში ნათლად გამოჩნდა, რომ სტიქიური მოვლენების წინასწარი პრევენცია და დროული გამოვლენა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია - შოვის ტრაგედია ცხადი მაგალითია, რა მძიმე შედეგებს იწვევს დაგვიანებული რეაგირება, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით მიწვეულმა რეგიონების განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა გააკეთა.

გულედანის თქმით, მიმდინარე წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. მისივე ინფორმაციით, წელსვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ თანამედროვე მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და შესაბამისი ადრეული გაფრთხილების მექანიზმების დანერგვა დაიწყება.

“სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია შესაბამისს უწყებებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად არამხოლოდ სალიკვიდაციო გეგმების მომზადება, არამედ მაღალი რისკის სტიქიური ზონების წინასწარი შესწავლა, მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებების მიღება ფატალური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

მიმდინარე წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტებს დაეხმარება იმუშაონ არა მხოლოდ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების, არამედ პრევენციის მიმართულებითაც.

კერძოდ, განხორციელდება ხევებისა და მდინარეების კალაპოტების გაწმენდა, ხიდების და სახიდე გადასასვლელების შეკეთება, ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემების მოწყობა და სხვა.

კლიმატურმა ცვლილებებმა მსოფლიოში ბუნებრივი კატასტროფები გაზარდა. გახშირებულ სტიქიურ მოვლენებს ყველგან ვხედავთ. მაღალკვალიფიციურმა შვეიცარიულმა კომპანიამ GEOTEST AG-მ საქართველოს ყველა მყინვარული ხეობის დეტალური და სისტემური კვლევა დაასრულა. კვლევის მიზანი პოტენციური საფრთხეების დროულად გამოვლენა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმა იყო.

შვეიცარიულ კომპანიასთან გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით თანამშრომლობის ხელშეკრულება იყო გაფორმებული. აღნიშნული კომპანიის ექსპერტებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

მაღალი სანდოობის და კომპეტენციის ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად საგანგაშო ან კრიტიკული მდგომარეობა არ გამოვლენილა.

ის გეოგრაფიული არეალები გამოიკვეთა, სადაც გარკვეული გამოწვევები არსებობს.

შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წელსვე დაიწყება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და შესაბამისი ადრეული გაფრთხილების მექანიზმების დანერგვა.

იმისათვის, რომ პროცესების მართვა მთავრობის დონეზე კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი იყოს, მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ჩართული ვართ ჩვენ და ჩართული არიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ჯგუფი მუდმივი კოორდინაციით იმუშავებს”, - განაცხადა კახაბერ გულედანმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!