სოზარ სუბარი გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის

„ხალხის ძალის“ დეპუტატი, სოზარ სუბარი გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გუბერნატორის ინსტიტუტი საკმაოდ მოძველებულია.

მისივე თქმით, ზედმეტი რგოლები ყველა გადაწყვეტილებას ანელებს.

„მართლა არ მესმის, რა საჭიროა ზედმეტი რგოლები, ამიტომ ან ერთი უნდა გაუქმდეს, ან მეორე. ამ შემთხვევაში, ჩემი წინადადებაა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი არის საკმაოდ მოძველებული. პირადად მე, გუბერნატორების უმრავლესობას კარგად ვიცნობ, პატივს ვცემ პიროვნულად, კარგი ადამიანები და საკმაოდ ქმედითები არიან. რაღაც პერიოდი ვიყავი კიდეც ამ მიმართლებთ კურატორი, მაგრამ მიმაჩნია, რომ როდესაც შეიქმნა სამინისტრო, საკმაოდ დიდი ფუნქციებით, ეს არის ზედმეტი რგოლი“, - განაცხადა სუბარმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა