პიტერ სიიარტო  - უკრაინაში დიზელის საწვავის გადაზიდვას ვწყვეტთ, ვიდრე ნავთობის მიწოდება „დრუჟბას“ ნავთობსადენით არ განახლდება

უნგრეთი უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას წყვეტს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას წყვეტს იქამდე, ვიდრე უნგრეთისთვის „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება არ განახლდება.

„ჩვენ უკრაინაში დიზელის საწვავის გადაზიდვას ვწყვეტთ და ის არ განახლდება იქამდე, ვიდრე ნავთობის მიწოდება „დრუჟბას“ ნავთობსადენით არ განახლდება“, - განაცხადა სიიარტომ.

მისი თქმით, უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება ჯერ კიდევ არ განახლებულა.

„უკრაინამ პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე, სიიარტოს ცნობით, უნგრულმა კომპანია MOL-მა 500 000 ტონა რუსული ნავთობი შეუკვეთა, რომლის მიღებასაც ქვეყანა ხორვატიის გავლით მარტში შეძლებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა