ბიზნესში კონტროლი ხშირად მაშინ იკარგება, როცა გაყიდვები, ფასები, მარაგები და დოკუმენტები სხვადასხვა სისტემაშია გაბნეული. ასეთ დროს მონაცემები გვიანდება, შეცდომები ხშირდება და დღის ბოლოს რეალური სურათის დანახვა რთულდება. სწორედ ამიტომ ბიზნესები სულ უფრო ხშირად გადადიან ავტომატიზაციაზე. ეს არის ოპერაციების დაჩქარების რესურსები უკეთ გადანაწილებისა და პროცესები სტანდარტიზების საუკეთესო გზა.
კომპანია აიქეში, cloud-ზე დაფუძნებულ, POS პროგრამულ უზრუნველყოფას გთავაზობთ. ეს არის ერთიანი სისტემა, რომელიც პროცესებს ამარტივებს და საშუალებას გაძლევს ბიზნესი უფრო ორგანიზებულად მართო.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, რა არის POS სავარო პროგრამა და რატომაა ის მნიშვნელოვანი.
რას გულისხმობს POS სავაჭრო პროგრამა?
POS სავაჭრო პროგრამა (Point of Sale) არის ერთიანი სისტემა, რომელიც ბიზნესის ყოველდღიურ ოპერაციებს ერთ პლატფორმაში აერთიანებს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ძირითადი პროცესები აღარ არის სხვადასხვა სისტემაში გაბნეული, არამედ ყველაფერი ერთ სივრცეში კონტროლდება და მარტივად იმართება.
POS პროგრამა მენეჯმენტის ინსტრუმენტია, რომელიც ოპერაციებს სტანდარტიზებულს ხდის, შეცდომებს ამცირებს და ბიზნესს უფრო გამჭვირვალე კონტროლს აძლევს.
რატომ არის POS პროგრამა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი
POS პროგრამა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის პროცესებს სტანდარტიზებულსა და მართვადს ხდის. სალაროსთან ოპერატიულობა იზრდება, გაყიდვები სწრაფად ფიქსირდება, მომსახურება აჩქარებულია და რიგებიც ნაკლებად გროვდება, განსაკუთრებით პიკის საათებში. როცა მონაცემები ერთ სისტემაშია, ხელით ჩანიშვნა და ზეპირი შეთანხმებები საჭირო აღარ არის, რაც შეცდომების დაშვების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
მეორე მხრივ, POS გაძლევს გამჭვირვალობას მენეჯმენტისთვის. ხედავ რეალურ გაყიდვების, ბრუნვების, ხარჯებისა და მარაგების რეალურ სურათს. ასე გადაწყვეტილებებს ინტუიციით კი არა, კონკრეტული მონაცემებით იღებ, სად გაქვს დანაკარგი, რა იყიდება უკეთ, როდის არის პიკი და რა უნდა გააუმჯობესო.
როგორ მუშაობს POS სისტემა ყოველდღიურად
POS სისტემაში თითოეული ოპერაცია ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მონაცემები ავტომატურად ახლდება. ჯერ სისტემაში ამატებ პროდუქტებს ან სერვისებს, ალაგებ კატეგორიებს და ფასები შეგყავს. შემდეგ გაყიდვისას ოპერაცია სალაროსთან სწრაფად ფიქსირდება, გადახდა აისახება ისტორიაში და პარალელურად ნაშთებიც ახლდება, ასე მარაგის სურათი ყოველთვის რეალურია.
საჭიროების მიხედვით, პროგრამიდან მარტივად გასცემ ქვითარს, ინვოისს ან სხვა დოკუმენტს, რათა აღრიცხვა მოწესრიგებული იყოს. დღის ბოლოს კი რეპორტების საშუალებით დაინახავ შედეგებს: ბრუნვას, შემოსავალს, ხარჯებსა და გაყიდვების დინამიკას. მონიტორინგი შეგიძლია გაფილტრო თარიღით, ოპერატორით ან ობიექტის მიხედვით.
ვისთვის არის POS სავაჭრო პროგრამა და როგორ ავირჩიოთ ის
POS სავაჭრო პროგრამა ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა შენს ბიზნესს გაყიდვების დაფიქსირება, ანგარიშსწორება და მარაგის კონტროლი ყოველდღიურად უწევს. სხვადასხვა სფეროში საჭიროებები განსხვავდება, თუმცა მიზანი ერთია: პროცესები იყოს სწრაფი, მოწესრიგებული და გამჭვირვალე.
შერჩევისას ყურადღება მიაქციე, პროგრამა რამდენად არის cloud-ზე დაფუძნებული (დისტანციური კონტროლი), აქვს თუ არა offline რეჟიმი ავტომატური სინქრონიზაციით, რამდენად ძლიერია რეპორტები და ანალიტიკა, და თავსებადია თუ არა საჭირო მოწყობილობებთან (ფისკალური მოწყობილობა, სკანერი, სასწორი, POS ტერმინალი, თერმული პრინტერი). ასევე მნიშვნელოვანია ინსტალაცია, ტრენინგი და მხარდაჭერა, რათა სისტემა ყოველდღიურობაში სწრაფად ჩაჯდეს და რეალურად დაგიზოგოს დრო.
შეჯამება
POS სავაჭრო პროგრამა გაყიდვების, მარაგებისა და ფინანსური სურათის ერთ სისტემაში მოქცევისა და ყოველდღიური კონტროლის გაამარტივების საუკეთესო გზაა. როცა მონაცემები რეალურ დროში ახლდება და ანგარიშები ხელმისაწვდომია, გადაწყვეტილებებს უფრო სწრაფად და ზუსტად იღებ. თუ ისეთ კომპანიასთან ითანამშრომლებ, როგორიცაა iCash, cloud-ზე დაფუძნებული სისტემითა და ოფლაინ რეჟიმის მხარდაჭერით, ბიზნესის მართვა უფრო ორგანიზებული, გამჭვირვალე და სტაბილური გახდება.
(R)