დაბა ჩაქვში, სოფელ საჩინოსთან ხანძარია

დაბა ჩაქვში, სოფელ საჩინოსთან ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდზე არის გავრცელებული.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძრის გავრცელებას ქარიც უწყობს ხელს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები არიან მობილიზებული. უწყების ცნობით, საცხოვრებელ სახლებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა