ვოლოდიმირ ზელენსკი ჟენევის მოლაპარაკებებზე - ტერიტორიებთან დაკავშირებით სამ მხარეს სამი განსხვავებული პოზიცია გვაქვს

ჟენევაში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს ორი ჯგუფი მუშაობდა - სამხედრო ჯგუფი და პოლიტიკური ჯგუფი. ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით სამ მხარეს სამი განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო ჯგუფში დელეგაციების წარმომადგენლებმა ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი შეინიშნება.

„პოლიტიკური მიმართულებით საქმე უფრო რთულადაა. ჩვენ ერთნაირი თვალსაზრისი არ გვაქვს. ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით სამი განსხვავებული თვალსაზრისი გვაქვს. ვფიქრობ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვეცადეთ, ძალიან კონსტრუქციული ვყოფილიყავით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას არ შეუძლია დონბასი რუსეთს კონტროლისთვის ჩააბაროს.

„უბრალოდ დანებება? ვერ დავუჭერ მხარს ასეთ იდეას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ხალხი მზად იქნება - ათასობით, ათიათასობით უკრაინელი დაიღუპა უკრაინის ამ ნაწილის დასაცავად“, - განმარტა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დონბასის საკითხი არა მხოლოდ ტერიტორიას, არამედ ადამიანებსა და სახელმწიფოს დაცვის სტრატეგიასაც ეხება.

„დონბასი ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ღირებულებების ნაწილია. თავისუფლება ჩვენთვის ცარიელი სიტყვა არ არის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს