ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ ყველაფერი გააკეთა ნატო-ში გასაწევრიანებლად, ახლა ბურთი პარტნიორების მხარესაა

უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებისთვის ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.

„არ ვართ ნატო-ში. სამწუხაროა, მაგრამ არ ვართ. აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, ამჟამინდელი ადმინისტრაცია ვერ გვხედავს ნატო-ში, მოდით გულწრფელები ვიყოთ. ისინი ამბობენ ამას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში უკრაინა არ იქნება ნატო-ში. კიდევ გავიმეორებ, რომ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ უკვე გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს და მზად ვართ, ნატო-ს ნაწილი ვიყოთ, ძლიერი ნაწილი ვიყოთ და გავაძლიეროთ ყველა მოკავშირე. კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია? არაფრის. ახლა ბურთი ჩვენი პარტნიორების - ნატო-ს ქვეყნების - მხარესაა. სწორედ ამიტომ ვუთხარი ნატო-ს ქვეყნებს, რომ მათზეა დამოკიდებული, ვეყოლებით თუ არა ჩვენ, მიგვიღებენ თუ არა მომავალში ნატო-ში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ ნატო-სა და რუსეთს შორის რაიმე ახალი დოკუმენტი განიხილება, უკრაინის პოტენციური წევრობის საკითხი უკრაინასთან უნდა განიხილონ.

„ვიცი, რომ ამერიკელები და, შესაძლოა, ზოგიერთი ევროპელიც რუსეთთან განიხილავს რუსეთსა და ნატო-ს შორის რაღაც ახალ დოკუმენტს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი პოტენციური ადგილი ნატო-ში არა რუსეთთან, არამედ ჩვენთან განიხილონ, რადგან ეს ჩვენ გვეხება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია