ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე - გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტები პუტინს ვერ დაარწმუნებს - ეს მწარე სიმართლეა

უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით სწრაფად დასრულების შანსები, პრაქტიკულად, არ არსებობს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ერთ-ერთი მხარე გამოიფიტება სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტები პუტინს ვერ დაარწმუნებს. ეს მწარე სიმართლეა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ამიტომ, მისი თქმით, ევროპის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის სახელმწიფომ ვერ გააგრძელოს ომი სამხედრო თვალსაზრისით და ვერ გააგრძელოს მისი ეკონომიკური დაფინანსება.

მისი თქმით, რუსეთი ამჟამად „ღრმა ბარბაროსობის მდგომარეობაში“ იმყოფება.

„ამჟამად ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იმყოფება ეს ქვეყანა ღრმა ბარბაროსობის მდგომარეობაში. ეს უახლოეს მომავალში არ შეიცვლება და ამას უნდა შევეგუოთ“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების იმედი არ აქვს.

„როდესაც ამ რეჟიმს და ამ ბრმა ტერორს ვუყურებ, იმედი ნაკლებად მაქვს“, - აღნიშნა მერცმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს