CNN - აშშ მზად არის, ირანის წინააღმდეგ დარტყმები შაბათ-კვირას განახორციელოს, თუმცა დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია

აშშ მზად არის ირანის წინააღმდეგ დარტყმები შაბათ-კვირას განახორციელოს, თუმცა დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, - ინფორმაციას CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, პენტაგონმა თეთრ სახლს შეატყობინა, რომ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო და საზღვაო ძალების საკმარისი რაოდენობა იმყოფება იმისთვის, რათა მომავალ შაბათ-კვირას ირანზე დარტყმები განხორციელდეს.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმების მომხრე და მოწინააღმდეგე მრჩევლებთან შესაძლო მოქმედების გეგმებს განიხილავს.

ასევე, ოთხშაბათს დონალდ ტრამპმა ჟენევაში ირანის დელეგაციასთან გამართული ბირთვული მოლაპარაკებების შესახებ მისი წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ანგარიშიც მოისმინა.

ცნობისთვის, მანამდე გამოცემა Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოსაა. გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია ფართომასშტაბიან ომთან უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ვენესუელაში ჩატარებულ სწრაფ და „წერტილოვან“ ოპერაციასთან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს