ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ში რუსეთის ელჩის გამოსვლაზე - უნდა ვაღიარო, თავი ძლივს შევიკავე, რომ ხმამაღლა არ გამცინებოდა

სასაცილოა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოსმენა საერთაშორისო სამართლისა და ოკუპაციის შესახებ, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ელჩის, ვასილი ნებენზიას სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა: „უნდა ვაღიარო, თავი ძლივს შევიკავე, რომ ხმამაღლა არ გამცინებოდა".

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ სასაცილოა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მოსმენა საერთაშორისო სამართლის, ოკუპაციის, ტერიტორიის გაფართოებისა და მშვიდობიანად მოგვარების შესახებ“, - განაცხადა გიდეონ საარმა.

გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ სიტყვით გამოსვლისას ისრაელს „ოკუპანტი ძალა“ უწოდა.

„სინანულითა და შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ისრაელი, როგორც ოკუპანტი ძალა, უშიშროების საბჭოსა და გაერო-ს რეზოლუციებს, ასევე, ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის მხარდამჭერ ნიუ-იორკის დეკლარაციას არღვევს“, - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს