გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, ყველაზე განხილვადი თემით უნდა დავიწყოთ საუბარი. ასეთი თემა კი ბაჩიაშვილის საპატიმროდან საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებაა, რომელსაც 11-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ახლა ბევრი იმაზე საუბრობს და სამართლიანადაც, რომ როცა საქმე დასრულებულია, აღარ არსებობს „არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველი“ და გაუგებარია, სამართლებრივად როგორ მოხდა გათავისუფლება.

უმრავლესობა იმასაც ამბობს, რომ „ბიტკოინის ფასის ვადნის გამო მოხდა ბაჩიაშვილის გათავისუფლებაო“. როგორც ჩანს, ასეცაა, მაგრამ, ბაჩიაშვილის უეცარი გათავისუფლება საკმაოდ ბევრ რამეზეც მიუთითებს და დამაფიქრებელიც კია.

თქვენი აზრით, კერძოდ, რაზე მიგვითითებს?

- „ბაჩიაშვილის საქმე“ არ არის სამართლებრივი საქმე, ეს თავიდან ბოლომდე კრიმინალური საქმეა, დაწყებული იქედან რომ თავიდან დავა იყო ორ კერძო სუბიექტს შორის. ეს უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საქმე, რადგან ორ სუბიექტს შორის ფინანსურ დავას ეხებოდა.

მოხდა ისე, რომ ეს სამოქალაქო საქმე აქციეს სისხლის სამართლის საქმედ და აბსოლუტურად გაუგებარი ვერდიქტი გამოიტანეს. ბაჩიაშვილი საბარგულით მეზობელ ქვეყანაში გადავიდა, შემდეგ იგი სხვა ქვეყნიდან მოიპარეს, შემდეგ ციხეში სცემეს. ეს საქმე ყველა ეტაპზე არ იყო სამართლის საქმე, არამედ იყო კრიმინალური საქმე.

„ბაჩიაშვილის საქმეს“ სამართლებრივი განზომილება და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს

დღეს რა მოტივით, გატყდა ბაჩიაშვილი ზუსტად არ ვიცით. იმდენი საქმე იკერებოდა მასზე რომ მას ბევრად ცუდი რამ ელოდა. ამასობაში ბიტკოინის ფასი განახევრდა. როგორც ჩანს, ამაზე ორივე მხარემ ძალიან ინერვიულა დაკარგულ შემოსავალზე და რაღაცაზე შეთანხმდნენ.

ასეთია ამ საქმის სევდიანი და ბანალური ისტორია, რომელშიც, როგორც ჩანს, მრავლადაა ადამიანური სისუსტეებისა და სიხარბის გამოყენება. „ბაჩიაშვილის საქმეს“ სამართლებრივი განზომილება და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

- პარლამენტის მიერ იმ უმკაცრესი კანონების მიღებით უნდა გავაგრძლოთ, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებულადაც კი იღებს.

მხედველობაში მაქვს კანონი „გრანტების“ შესახებ, ტროტუარზე დგომის გამო გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები.

ქართულმა ოცნებამ“ „გრანტების კანონშიდაანონსებულ და პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს დაუმატა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რითაცხელისუფლების სისტემურ არაღიარებაპატიმრობით ისჯება.

გარდა ამისა, „ხელისუფლების არაღიარებასემატება სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულის ჩადენის თანმდევდამამძიმებელ გარემოებებს“ - და ამა თუ იმ მუხლისთვის გათვალისწინებულზე ერთი წლით მეტი ხნით დაისჯება.

ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამგვარ კანონს ხელისუფლება იმის გამო იღებს რომ მას ეშინია ხალხის და თავადაა გადასული ხალხის დამორჩილება დაშინებაზე.

მე მაინც მგონია, რომ ამ კანონებს შიშის გამო კი არ იღებენ. ხელისუფლებამ კარგად იცის რას აკეთებს და რისთვის. მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ასეთი კანონები არა თუ დემოკრატიულ, არამედ, მცირე გამონაკლისის გარდა, ავტორიტარულ ქვეყნებშიც არ აქვთ მიღებული...

- ამას აქვს ახსნა. ხელისუფლების ქმედებები მის წინაშე არსებულ მიზნებს და სტრატეგიულ ამოცანებს უკავშირდება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამოცანაა ისეთი რეჟიმის, ანუ „სუვერენული დემოკრატიის“ ჩამოყალიბებაა, სადაც იქნება ერთი დომინანტური ძალა და დანიშნული ოპოზიცია. ეს არის მათი ამოცანა.

ეს ამოცანა რომ შესრულდეს, კონტროლზე უნდა იქნენ აყვანილი როგორც, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრება მთლიანობაში. ამ გზას ადგანან. იმისათვის რომ ეს გზა გაიარო, ყველა ხვრელი უნდა ამოავსო. სადაც კი რაიმე ტიპის ალტერნატიული ძალა შეიძლება გაჩნდეს, იმათთვის ყველა ხვრელი უნდა ამოიქოლო. მათი გადაწყვეტილებები ამისკენაა მიმართული.

ზოგჯერ ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, მათ პრინციპში არც სჭირდებათ. მათი მიღების პოლიტიკური მოტივი და საჭიროებაც კი არ ჩანს. ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება. ნებისმიერი სიგიჟე, რაც თავში მოუვათ, იმ ხალხს, რომელსაც არ ცოდნა აქვს და არც კომპეტენცია, ასეთ სიგიჟეებს აკანონებენ ისე, რომ არც ფიქრობენ იმაზე, იურიდიულ როგორ შეფუთონ ეს ყველაფერი.

ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება. ნებისმიერი სიგიჟე, რაც თავში მოუვათ, იმ ხალხს, რომელსაც არ ცოდნა აქვს და არც კომპეტენცია, ასეთ სიგიჟეებს აკანონებენ ისე, რომ არც ფიქრობენ იმაზე, იურიდიულ როგორ შეფუთონ ეს ყველაფერი

აქედან მომდინარეობს მათ მიერ მიღებული კანონების ბუნდოვანება. გაუგებარია რას ნიშნავს სისტემური არ აღიარება? ხუთჯერ შეაგინებ ხელისუფლებას თუ რას? რამდენჯერ უნდა შეაგინო, რომ სისტემურ არაღიარებად ჩაითვალოს. აბსოლუტურ აბსურდამდე ვართ მისული.

როგორც ჩანს, კანონებს იმ სპორტსმენებს აწერინებენ, რომლებიც პარლამენტში დეპუტატებად ჰყავთ. მათ კანონების მიღების არანაირი ცოდნა არ აქვთ, მაგრამ პარანოიდანული მიდრეკილებები აშკარად აქვთ.

კანონი ცალსახად უნდა იკითხებოდეს და ბუნდოვანებისთვის ადგილს არ უნდა ტოვებდეს. ესენი ისეთ კანონებს იღებენ, საიდანაც უნდათ, იქედან შეუძლიათ მოაბან კუდი. რა შემთხვევაში ისჯები და რა შემთხვევაში არა, გაუგებარია.

- საშინაო პოლიტიკაში ისე დაჩქარებულადაც კი ვითარდება პროცესები. ახლა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა 18 თებერვალს პროკურატურაში გამართული პრესკონფერენცია.

საქართველოს 10 მოქალაქეს ბრალი წარედგინა ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ იყვნენ დანიშნული უმაღლეს თანამდებობებზე. მხედველობაში მაქვს გენპროკურორად დანიშნული ფარცხალაძე და შოთაძე და ასე შემდეგ.

თქვენ როგორ აღიქვით ამ თემაზე პროკურატურის განცხადება?

- პროკურატურის განცხადებები გაქვს არა კორუფციასთან ბრძოლას, არამედ აღიარებით ჩვენებებს. ხელისუფლება აღიარებს იმას, რომ თავად ჩადიოდა დანაშაულს.

დღეს ხელისუფლება ცდილობს პასუხიმგებლობა საკუთარ დანაშაულობებზე კონკრეტულ პერსონებზე გადაიტანოს. საუბარი იყოს არა ხელისუფლების კორუმპირებულობაზე, არამედ, თავისივე წიაღიდან კონკრეტულ პერსონებზე გადაიტანოს.

ფრთიანი ფრაზა იყოს ის რაც კახი კალაძემ თქვა, როცა მას დაუსვეს კითხვა იმაზე რომ მის გარემოცვაში ბრალწაუყენებელი აღარავინ დარჩა და მან თქვა - მე, პირადად ჩემს თავზე ვაგებ პასუხსო. როცა ქალაქის მერი ამას ამბობს - ეს სრული აბსურდია.

პროკურატურის განცხადებები გაქვს არა კორუფციასთან ბრძოლას, არამედ აღიარებით ჩვენებებს. ხელისუფლება აღიარებს იმას, რომ თავად ჩადიოდა დანაშაულს

ხელისუფლებას უჭირავს ასეთი პოზა - სისტემური დანაშაული რომ ხდებოდა, ქოლცენტრები იქნებოდა თუ კორუფცია იყო, ამაში ხელისუფლება კი არ მონაწილეობდა, არამედ მისი ცალკეული წარმომადგენლები, რომლებსაც ახლა სჯიან. არა და ამ საქმეებში პასუხიმგებელი არიან ის ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამ ხელისუფლებას თავად წარმოადგენენ. მოახდინეს რამდენიმე ადამიანის დემონიზება და ყველა თემაში, მათ ახოცავენ ხელს.

ფარცხალაძე, ან შოთაძე, ანაც ლილუაშვილი ხომ სახელმწიფო სტრუქტურას იყენებდნენ. საუბარია იმ სისტემაზე, რომელიც, სავარაუდოდ, შესაძლოა, დღესაც მუშაობს.

- სუსის თქმით, იძიებენ აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების კონტრაქტს, რამაც, სავარაუდოდ, საქართველოსთვის, პირობები გააუარესა.

ბევრი თვლის, რომ საკითხი ასე უნდა დაისვას - აიღეს თუ არა ქრთამი „სოკარისგან“ იმაზე, რომ კარგა ხანია საქართველო აზერბაიჯანისგან 100%-ს იღებს ძველი, ამერტიზებული საბჭოთა პერიოდის მილიდან, რომლის გამტარიაუნარიანობა შეწღუდულია.

ყოველ შემთხვევაში ყოფილ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილზე ასეთი ინფორმაცია გაავრცელა სუსმა. თავად დავითაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია რომ საზღვარგარეთაა წასული და კვირის ბოლოს თბილისში დაბრუნდება.

რის სანაცვლოთ არ იღებს საქართველოს აზერბაიჯანიდან გაზს ბაქო-თბილისი- ერზერუმის გაზსადენიდან? რამდენად ადეკვატურია ამ თემაზე კითხვების ასე დასმა?

გაქვთ განცდა, რომ ლევან დავითაშვილი საქართველოში დაბრუნდება?

- არა მგონია რომ ლევან დავითაშვილის გაქცევაზე იყოს საუბარი. ჩემი აზრით, ეს არ არის ის შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ.

რაც შეეხება აზერბაიჯანიდან გაზის მიღებას. ძალიან მძიმე საქმეა. რა ხელშეკრულებაზეც დღეს ხელისუფლება გველაპარაკება, ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ავტომატურად ადევს გარკვეული გრიფი. კონფიდენციალობის მაღალ რისკებს შეიცავს, რადგან ეხება არა უბრალოდ კომერციას, არამედ, ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს.

ვიღაცის დანაშაულზე კითხვის ნიშნებიც რომ იყოს, ამ საკითხების საჯაროდ გამოტანმა და განხილვა, ეს საქართველოს ინტერესებში არაა და მხოლოდ ერთი ქვეყნის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებშია

ეს კონტრაქტი სუს-ის გასარჩევი არ არის. ახლა ჩანს, რომ აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხალხი იწყებს საუბარს დიდ სტრატეგიებზე. ამ შეთანხმებაზე მიბმულია ქვეყნის გეოსტრატეგიული ფუნქცია. შესაბამისად, ეს არის ძალიან ფაქიზი საქმე. თუ აზერბაიჯანთან რაიმე პრობლემებია, მათი მოგვარება დიპლომატიური ხერხებით შესაძლებელია და უნდა ირკვეოდეს.

ვიღაცის დანაშაულზე კითხვის ნიშნებიც რომ იყოს, ამ საკითხების საჯაროდ გამოტანმა და განხილვა, ეს საქართველოს ინტერესებში არაა და მხოლოდ ერთი ქვეყნის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებშია.

ასეა, რადგან საკითხი ეხება ქვეყნის გეოპოლიტიკურ ფუნქციას. რაც გულისხმობს რუსეთის გვერდის ავლით კავკასიაში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ჩამოყალიბებას და ოპერირებას.

საკითხი ეხება ქვეყნის გეოპოლიტიკურ ფუნქციას. რაც გულისხმობს რუსეთის გვერდის ავლით კავკასიაში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ჩამოყალიბებას და ოპერირებას

ამიტომ მიჩნდება აზრი, რომ ასეთი თემები შემოგდებული თემებია. თუ ფასებთანაა გაუგებრობა, ან შეიცვალა, ამის გარკვევა დიპლომატიური არხებით შესაძლებელია. ამ თემის საჯარო სივრცეში გადმოტანა და მასში სპეცსამსახურების ჩართვა, მხოლოდ რუსეთის ინტერესშია.

- 18 თებერვალს ქალაქ თბილისის სასამართლოსთან დიდი ხმაური იყო. ნანახმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.

თქვენ რას იტყოდით სასამართლოსთან განვითარებულ პროცესებზე?

- უმძიმეს პროცესს ვადევნებთ თვალს. ფატობრივად, საქართველო აღარ არის სახელმწიფო, სადაც კანონით კონტროლდება ყველაფერი. სამწუხაროდ, ჩვენ ვიქეცით კრიმინალური დაჯგუფებების მაფიოზური ომების არენად. ამის მონი-ვერსია ვნახეთ ჩვენ საქალაქო სასამართლოსთან.

- ხელისუფლება ვერ უმკლავდება კრიმინალებს თუ რასთან გვაქვს საქმე?

- სამწუხაროდ, ხელისუფლება, კრიმინალების გარჩევაში თავადაა ჩართული. ამ თემაზე მე არა ვარ კომპეტენტური ვისაუბრო, მაგრამ, არის განცდა, რომ ამ საქმეებში მტკიცებულობები არ არსებობს. და მხარეებს შორის ჭიდაობა მიდის. სასამართლოში საქმე კი არ განიხილება, საქმის გარჩევა მიდის და ვუყურებთ იმას, თუ რომელი კრიმინალური დაჯგუფება მოიგებს თუ წააგებს.

საბოლოო ჯამში, ეს არის პრელუდია იმისა, რომ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ცივი ომი გადაიზრდება სისხლიან გარჩევებში. სისხლიანი გარჩევებისთვის ყველა წინა პირობაა შექმნილი. ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებში სუბიექტი აღარ არის, საშინაო პოლიტიკაში სამართალი კი არ მოქმედებს, რუსულად, გაგებებით ირჩევა საქმეები.

ეს არის პრელუდია იმისა, რომ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ცივი ომი გადაიზრდება სისხლიან გარჩევებში. სისხლიანი გარჩევებისთვის ყველა წინა პირობაა შექმნილი. ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებში სუბიექტი აღარ არის, საშინაო პოლიტიკაში სამართალი კი არ მოქმედებს, რუსულად, გაგებებით ირჩევა საქმეები

- 18 თებერვალს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს 70 წელი შეუსრულდა.

სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში ამ თემაზე მრავლად იყო მილოცვები. თქვენ ბატონ ივანიშვილთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ. თქვენ რას უსურვებდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს?

- პირველ რიგში ივანიშვილს ვუსურვებდი ქართულ პოლიტიკაში ჩრდილიდან გამოსვლას და საკუთარი როლის ლეგალიზაციას. ბუჩქებში ყოფნას აზრი არ აქვს, რადგან იგი ამით ყველაფერ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება პასუხიმგებლობას ვერ აიცილებს. პირიქით, რაც მისი ბრალი არა, ისიც მას ბრალდება.

ივანიშვილს ვუსურვებდი იმის გაკეთებას, რაც მას შეუძლია - ქვეყანა დააბრუნოს ნორმალური განვითარების გზაზე. ეს მისთვისაც კარგი იქნებოდა, რადგან ის ახლა ტრაგიკულ გზაჯვარედინზე დგას. მას აქვს არჩევანი ვისი სახელით უნდა შევიდეს საქართველოს ისტორიაში - უნდა იყოს სერგო ორჯონიკიძე, თუ ერეკლე მეორე უნდა იყოს, რაზეც აქვს პრეტენზია.

ივანიშვილს ვუსურვებდი იმის გაკეთებას, რაც მას შეუძლია - ქვეყანა დააბრუნოს ნორმალური განვითარების გზაზე. ეს მისთვისაც კარგი იქნებოდა, რადგან ის ახლა ტრაგიკულ გზაჯვარედინზე დგას. მას აქვს არჩევანი ვისი სახელით უნდა შევიდეს საქართველოს ისტორიაში - უნდა იყოს სერგო ორჯონიკიძე, თუ ერეკლე მეორე უნდა იყოს, რაზეც აქვს პრეტენზია

სამწუხაროდ, იქითკენ მიდის საქმე რომ ივანიშვილი შეიძლება გახდეს მეორე სერგო ორჯონიკიძე, რასაც მე მას ნამდვილად არ ვუსურვებ. მესმის, რომ ის ზრუნავს საკუთარ კეთილდღეობაზე და უსაფრთხოებაზე, მაგრამ, ყველაფერი წარმავალია.

რამდენიც არ უნდა იზრუნოს სიცოცხლის გახანგძლივებაზე. იმაზეც უნდა იფიქროს, რომ ყველა სიკვდილის შვილები ვართ და მისმა შვილებმა უნდა იამაყონ თავისი მამით.

ივანიშვილს ვუსურვებ იმას, რომ ქვეყნის შემობრუნება დაეწყოს. მას აქვს ამის რესურსი. ჩვენი ხალხი შემდობი ხალხია. შეიძლება შეუნდონ კიდეც. პირადად მე, მზად ვართ თუ ივანიშვილი ამ ქვეყანაში რამეს სასიკეთოდ გააკეთებს, ყველაფერი შეუნდო.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა