გიორგი შარაშიძე - სუს-მა გვაჩვენოს დახურული „ქოლცენტრები“ და ხალხი დაგვარწმუნოს იმაში, რომ ერთი რომელიმე ადამიანი შერჩევითად კი არ დააპატიმრეს, ვინც შეიძლება, ამ საქმესთან დაკავშირებული ყოფილიყო, არამედ ამ პრობლემას სისტემურად ებრძვიან

სუს-მა გვაჩვენოს დახურული „ქოლცენტრები“ და ხალხი დაგვარწმუნოს იმაში, რომ ერთი რომელიმე ადამიანი შერჩევითად კი არ დააპატიმრეს, ვინც შეიძლება, ამ საქმესთან დაკავშირებული ყოფილიყო, არამედ ამ პრობლემას სისტემურად ებრძვიან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემაა ის, რომ საზოგადოებას დახურული „ქოლცენტრები" არ უნახავს.

„ელისო კილაძის დამცველად ვერ გამოვდგები, არც ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს, რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ამ ადამიანს „ქოლცენტრებთან". თუ კავშირი ჰქონდა, ვინც შეიძლება ის გაბედოს, რომ პენსიონერს თაღლითურად ფული მოიპაროს, ყველა დასასჯელია და პასუხი მკაცრად უნდა აგოს, თუმცა იცით, პრობლემა რა არის? პრობლემაა ის, რომ ჩვენ დახურული "ქოლცენტრები" არ გვინახავს. დავუშვათ, ელისო კილაძე ერთ-ერთ „ქოლცენტრთან" იყო დაკავშირებული, დანარჩენზე რა ხდება?! სად არის ის ათობით-ასობით თანამშრომელო, ვინც მუშაობდა?! სუს-მა გვაჩვენოს დახურული „ქოლცენტრები" და ხალხი დაგვარწმუნოს იმაში, რომ ერთი რომელიმე ადამიანი შერჩევითად კი არ დააპატიმრეს, ვინც შეიძლება, ამ საქმესთან დაკავშირებული ყოფილიყო, არამედ ამ პრობლემას სისტემურად ებრძვიან. ჩვენ დახურული და დალუქული „ქოლცენტრები" არ გვინახავს. თუ იმაზეა საუბარი, რომ ერთი მეპატრონე და მფარველი მეორე მეპატრონემ ჩაანაცვლოს და „ქოლცენტრებმა" საქმიანობა გააგრძელოს, მაშინ რაზე ვსაუბრობთ?! არც მამუკა მდინარაძის ბიტკოინები ვიცი და არც ელისო კილაძის „ქოლცენტრები". რა გითხრათ?! სანამ არ ვნახავთ, ელისო კილაძე რამდენად შეძლებს დაასაბუთოს ის, რასაც მდინარაძის თაობაზე ამბობს, მანამდე ვერაფერს გეტყვით. თუ დამტკიცდება, რომ ის იტყუება, რა თქმა უნდა, ეს თაღლითობა იქნება," - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „ქოლცენტრების“ მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს - გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების - ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!