დონალდ ტუსკი პოლონეთის მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს

დონალდ ტუსკი პოლონეთის მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს. „გთხოვთ, ამას სერიოზულად მოეკიდოთ. წარსულში ცუდი გამოცდილება გვაქვს, როდესაც ხალხი ამ გაფრთხილებებს უგულებელყოფდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ირანი დაუყოვლებლივ დატოვეთ ან მოგზაურობის გეგმები გააუქმეთ. ცხელი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, გამოყვანის გარანტიას ვერავინ მოგცემთ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ირანში კონფლიქტის დაწყების შესაძლებლობა „ძალიან მაღალია“.

ცნობისთვის, CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ მზად არის ირანის წინააღმდეგ დარტყმები შაბათ-კვირას განახორციელოს, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს