შოთა ბერეკაშვილი - ფასწარმოქმნის ჯაჭვში, მხედველობაში მაქვს მწარმოებელი, დისტრიბუტორი და საცალო ქსელის ოპერატორი, ასიმეტრიული ურთიერთობა შეიმჩნევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯაჭვში, რგოლის ზედა მხარე განსაზღვრავს კომერციულ პირობებს

როდესაც საუბარი იყო ფასწარმოქმნის ჯაჭვში სუბიექტებს შორის ურთიერთობებზე, მხედველობაში მაქვს მწარმოებელი, დისტრიბუტორი და საცალო ქსელის ოპერატორი - ასიმეტრიული ურთიერთობა შეიმჩნევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯაჭვში, რგოლის ზედა მხარეს, მოლაპარაკების უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და ის განსაზღვრავს კომერციულ პირობებს, რომელშიც შედის გადახდები და საქონლის ბრუნვა, - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა ასიმეტრიული ურთიერთობა, ვინაიდან, ფასწარმოქმნის ჯაჭვში მყოფი კომპანიები არათანაბარ პირობებში არიან. ბერეკაშვილის განმარტებით, პრობლემაა ასევე სამუშაო კაპიტალის დეფიციტი.

„რიგმა კომპანიებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ საქონლის ბრუნვის მონიტორინგსაც ვერ ახორციელებს ქსელურ ოპერატორებთან ურთიერთობაში და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ანუ, ასიმეტრიული ურთიერთობა, ჯაჭვში მყოფ კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

ამ მესამე პრობლემიდან გამოიკვეთა მეოთხე, რომ ეს პირდაპირ აისახება სამუშაო კაპიტალის დეფიციტზე და კომპანიების დიდი ნაწილი იძულებული არიან, სამუშაო კაპიტალი შეავსონ საკრედიტო კაპიტალით, რაც არც ისე იაფია. მათ თქვეს, რომ რიგ შემთხვევაში 15-16 პროცენტია და ეს ყოველივე ერთეულის ღირებულებაზე აისახება - აქ მნიშვნელოვანი კორექციაა საჭირო“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, რიგი კომპანიების შემთხვევაში იყო ნაშთების მართვის პრობლემები და დანაკარგები, რადგან საცალო ქსელთან ურთიერთობაში სასაქონლო ბრუნვის კონტროლი არ ხდება, „აქედან გამომდინარე, რთულია ნაშთების სწორი მართვა და დანაკარგების შემცირება. ესეც პრობლემაა და კორექციას საჭიროებს“.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არსებული ფასწარმოქმნის ჯაჭვი და ბიზნესოპერაციები ადგილობრივ წარმოებას არაკონკურენტულ გარემოში აყენებს, შესაბამისად, საბოლოო პროდუქტი რომელსაც ისინი ქმნიან, არაკონკურენტუნარიანია.

„საერთო ჯამში, რომ შევაფასეთ ყველაფერი, არსებული ფასწარმოქმნის ჯაჭვი და ბიზნესოპერაციები, ადგილობრივ წარმოებას, არაკონკურენტულ გარემოში აყენებს. თავისთავად, ეს აისახება იმაში, რომ საბოლოო პროდუქტი, რომელსაც ისინი ქმნიან, არაკონკურენტუნარიანია. ჩვენი მიზანია თქვენთან ერთად შევძლოთ ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია, რადგან იმპორტულ საქონელთან ჯანსაღი კონკურენციის, სწორი ბიზნეს პროცესების მართვის პირობებში და თქვენი ბიზნეს-ეფექტურობის გაზრდის პირობებში, გვინდა, რომ ადგილობრივი წარმოება გავხადოთ კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოო ჯამში, აისახება კონკურენტუნარიან ფასზე. წარმოება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის და ჩვენი ეკონომიკის ინკლუზიურობის, გვინდა იყოს ყველაზე დაცული და ეფექტური“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!