ჯორჯია მელონი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებზე - მთავარი საკითხის გადაწყვეტამდე ჯერ კიდევ შორს ვართ

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, რუსეთ- უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი არსებობს, თუმცა მთავარი საკითხის - ტერიტორიული საკითხის - გადაწყვეტა ჯერ კიდევ შორს არის.

„ვხედავ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებს იმ დოკუმენტებში, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ. მიმდინარეობს ძალიან კარგი მუშაობა კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც, სხვათა შორის, ეფუძნება იტალიის წინადადებას, რომ ისინი შემუშავდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) მე-5 მუხლის შესაბამისად“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის რეკონსტრუქციაზეც. მელონიმ განმარტა, რომ „არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელშიც ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქაღალდზე“.

„თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ მთავარი საკითხის - ტერიტორიული საკითხის - გადაწყვეტამდე, სადაც რუსეთი აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას, რომლებიც, ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა. მიმაჩნია, როგორც არაერთხელ მითქვამს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშვიდობის, არამედ სამართლიანი მშვიდობის მიღწევა“, - აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს