ვიქტორ ორბანი - უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს

უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს. უნგრეთი არ დანებდება. დავიცავთ უნგრელ ოჯახებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, უკრაინა უნგრეთის არჩევნებში ერევა ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ დაფინანსებით.

„ისინი ასევე პოლიტიკურ შანტაჟს იყენებენ მილსადენ „მეგობრობის“ მეშვეობით ნავთობის მიწოდების დაბლოკვით, რათა საწვავის ფასები და საყოფაცხოვრებო ხარჯები გაზარდონ. უნგრეთი არ დანებდება. დავიცავთ უნგრელ ოჯახებს“, - წერს ორბანი.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, სლოვაკეთი და უნგრეთი კი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.

სლოვაკეთის მთავრობამ ოთხშაბათს ნავთობის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების გამო ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ სტრატეგიული ნავთობის რეზერვებიდან 250 000 ტონა ნავთობს გამოიყენებს.

ასევე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას წყვეტს იქამდე, ვიდრე „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება არ განახლდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს