თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

ადგილზე იმყოფებიან, როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე კრიმინალური პოლიციის შესაბამისი დანაყოფები და მათი ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, საპატრულო პოლიციის უფროსი გოგა მემანიშვილიც.

ადგილზე განთავსებულია შსს-ის დაკავების ავტომანქანებიც.

პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვის პარალელურად უკვე რამდენიმე პროცესია ხდება, ვინაიდან დაზარალებულისა და ბრალდებულის ახლობლები ერთმანეთს ფიზიკურად არაერთხელ დაუპირისპირდნენ. მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც სამართალდამცველებმა 15 პირი დააკავეს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში წუთი წუთზე უნდა დაიწყოს, სადაც ბრალდების მხარე რამდენიმე მოწმეს დაკითხავს.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!