ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებისას, სიყალბის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებისას, სამართალდარღვევის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება.

ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, ბაზიდან პირთა ამოღება ავტომატურად არ ნიშნავს მათ პასუხისმგებლობის დაყენებას.

„გადაწყვეტილების მიღება ამ ბაზიდან ამოღების შესახებ, ამ სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, აპრიორი და ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ, შესაძლოა, წავაწყდეთ შემთხვევებს, როდესაც სიყალბეს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ეს პროცესი იქნება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და ბუნებრივია, შევეცდებით, რომ არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე. წინასწარ იმის თქმა, რამდენი იქნება, ან იქნება თუ არა სამართალდარღვევა, არ შემიძლია, თუმცა თუ იქნება, რეაგირებაც იქნება შესაბამისი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს