თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიციური პარტიების ერთად ან ცალკე ყოფნა არაფრის მომტანია - „ლელოს“ ნულოვანი რესურსი აქვს

თუ თავის ნამოქმედარს კარგად დაუკვირდებიან, იმედგაცრუება მხოლოდ მათ ერთობას არ გამოუწვევია - დღეს ერთად ან ცალკე ყოფნა არაფრის მომტანია - „ლელოს“ ნულოვანი რესურსი აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ლელოს” განცხადებას, რომ “გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი”.

შარმანაშვილის შეფასებით, მათი ერთობა სასაცილო იყო.

“მათი ერთობა სასაცილო იყო, რადგან ისეთი ადამიანები შეიკრიბნენ, ყველამ კარგად იცოდა, რა დამოკიდებულებაც ჰქონდათ ერთმანეთთან. სიაში ისეთი ადამიანები ჩაწერეს, რომლებიც საჯაროდ, უკანასკნელი სიტყვებით აგინებდნენ და რა ტიპის დანაშაულში აღარ სდებდნენ ბრალს. ამომრჩევლისთვის შემდეგ ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ეს ადამიანები ერთად რაიმე კარგს გააკეთებდნენ. დღეს ერთად ან ცალკე ყოფნა არაფრის მომტანია. ყველაზე მეტად თავიანთი თავი იმით დაიზარალეს, რომ ამომრჩეველი მოატყუეს და გადააგდეს. როცა ამომრჩეველი მანდატს გაძლევს, ხელისუფლებაში თუ ვერ მოდიხარ იმას არ ნიშნავს, რომ ეს მანდატი წყალში უნდა მოისროლო და თქვა, რომ არ გაინტერესებს, არამედ კეთილი ინებე, შედი პარლამენტში, წარმოადგინე ის ხალხი, რომელმაც ხმა მოგცა და ოპონირება გაუწიე ხელისუფლებას. მათ ეს არ გააკეთეს და ქვეყნის გარეთ არსებული პატრონების ჭკუაზე წავიდნენ. ფაქტობრივად, ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენეს”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კითხვაზე, რა რესურსი აქვს “ლელოს”, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ რამე რესურსი და რაღაცის იმედი კიდევ ექნებოდათ თუ ისინი ქართველ ხალხთან იმუშავებდნენ, მაგრამ ახლა არანაირი რესურსი არ აქვთ.

“ისინი, არასდროს არც საპარლამენტო არჩევნების დროს ინტენსიურად არ მუშაობდნენ, ადგილობრივ არჩევნებზე საერთოდ სასაცილო ნაბიჯები გადადგეს, საერთოდ წავიდნენ ქვეყნიდან და ადგილობრივ არჩევნებს ბერლინში ატარებდნენ. ასეთ ადამიანებს რა რესურსი უნდა ჰქონდეთ?! ნულოვანი რესურსი აქვთ. ერთადერთი იმის იმედი აქვთ, რომ ისევ თავის პატრონების ნებას აღასრულებენ, მაგრამ უკვე ის პატრონებიც ალბათ დიდად პატივს აღარ სცემენ ასეთ არასერიოზულ ხალხს”, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველო - ლელო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, თუმცა „ძლიერი საქართველო - ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!