დონალდ ტრამპის განცხადებით, ბარაკ ობამას განცხადების შესაბამისად, სამთავრობო უწყებებს უცხოპლანეტელებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული ფაილების გასაჯაროებას დაავალებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის სამინისტროსა და სხვა უწყებებს დაავალებს, გამოაქვეყნონ ფაილები, რომელიც მათ უცხოპლანეტელებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ აქვთ.

„გამოვლენილი უზარმაზარი ინტერესის საფუძველზე, დავავალებ ომის მდივანს და სხვა შესაბამის დეპარტამენტებსა და სააგენტოებს, დაიწყონ უცხოპლანეტელებთან, ამოუცნობ საჰაერო მოვლენებთან (UAP) და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან (UFO) დაკავშირებული სამთავრობო ფაილების იდენტიფიცირებისა და გამოქვეყნების პროცესი, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაციის, რომელიც დაკავშირებულია ამ ურთულეს, მაგრამ უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ტრამპმა განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრაიან ტაილერ კოენთან ინტერვიუში უცხოპლანეტელების არსებობა დაადასტურა.

„ისინი რეალურები არიან, მაგრამ მე ისინი არ მინახავს“, - განაცხადა ობამამ, როდესაც ჰკითხეს, არიან თუ არა უცხოპლანეტელები რეალურები.

ყოფილმა პრეზიდენტმა მოგვიანებით Instagram-ის პოსტში განმარტა, რომ სამყაროს უკიდეგანობის გათვალისწინებით, ის სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის სტატისტიკურ ალბათობას გულისხმობდა.

ბარაკ ობამას განცხადებებზე კომენტირებისას დონალდ ტრამპმა მედიასთან განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა.

„არ ვიცი, რეალურია თუ არა. შემიძლია გითხრათ, რომ მან საიდუმლო ინფორმაცია გასცა. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. მან დიდი შეცდომა დაუშვა“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს