ტატა ხვედელიანი - ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ განვიხილავთ - ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები

ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ განვიხილავთ - ჩვენთვის წითელი ხაზია ოპოზიციურ ფლანგზე არსებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ განცხადებას, რომ „გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი”.

მისი შეფასებით, “ლელოს” გადაწყვეტილება მისასალმებელია.

“ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ განვიხილავთ. ჩვენთვის წითელი ხაზია ოპოზიციურ ფლანგზე არსებული “ნაციონალური მოძრაობის” წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები. შესაბამისად, არავითარ გაერთიანებაზე არაა საუბარი. თუ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიამ, “ლელომ” გადაწყვიტა, რომ მარტო განაგრძოს ბრძოლა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენ მათთან თანამშრომლობის პრეცედენტი გვქონდა იმისთვის, რომ საერთო მიზანი მიღწეული ყოფილიყო. იმისთვის, რომ საერთო პოზიციები გაგვეძლიერებინა, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების ფორმატში ვითანამშრომლეთ. თუმცა ამის შემდეგ ეს თანამშრომლობა არ გაგრძელებულა. ჯერჯერობით ჩვენ არაფერს განვიხილავთ, თუმცა ვნახოთ შემდეგ რა იქნება”, - აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველო - ლელო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, თუმცა „ძლიერი საქართველო - ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს