პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე 400 მილიონი დოლარის გადახდის აღსრულება შეაჩერა

პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილება აღიარა, რომლის მიხედვითაც საქართველოს, კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ, 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა, - ინფორმაციას Global Arbitration News -ი ავრცელებს.

მედია პლატფორმის ინფორმაციით, სასამართლოში შეტანილ სარჩელში საქართველომ განაცხადა, რომ 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის დაუყოვნებელი გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტს სერიოზულად დააზარალებდა, რადგან ეს თანხა რაც ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის 60%-ს და იუსტიციის სამინისტროს წლიური ასიგნების დაახლოებით 250%-ს შეადგენს. სასამართლომ ეს მტკიცებულება მიიჩნია, როგორც სერიოზული და კონკრეტული გავლენის დემონსტრირება საქართველოს მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციების შესრულების უნარზე.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ Enka იყო სპეციალური დანიშნულების პროექტის კომპანია, რომელიც შეიქმნა მხოლოდ ნამახვანის პროექტისთვის და აღარ ახორციელებდა რაიმე სახის ბიზნეს საქმიანობას და აღარ ფლობდა მნიშვნელოვან აქტივებს. სასამართლოს აზრით, ამან გაზარდა რისკი, რომ თუ გადაწყვეტილება საბოლოოდ გაუქმდებოდა, უკვე გადახდილი თანხის ანაზღაურება შეუძლებელი იქნებოდა. ეს კომბინირებული ფაქტორები წარმოადგენდა საქართველოს უფლებების სერიოზულ დარღვევას, რაც ამართლებდა აღსრულების შეჩერებას. ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის დაკისრებული 400 მილიონი დოლარის გადახდის აღსრულება მანამდე იქნება შეჩერებული, სანამ საკითხზე პარიზის სააპელაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს