უკრაინის შს მინისტრი - ლვოვში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია

უკრაინელმა სამართალდამცავებმა ლვოვის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ლვოვის ცენტრში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში, რომლის დროსაც პოლიციელი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, მინისტრმა არ დაასახელა ქალაქი, სადაც ეჭვმიტანილი დააკავეს.

კლიმენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია და ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

ცნობისთვის, წუხელ ლვოვის ცენტრში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც პოლიციელი დაიღუპა და 25 ადამიანი დაშავდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს