მთავრობამ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა - ნულოვანი კვოტა განისაზღვრა  საკურიერო მომსახურეობასა და მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა.

დადგენილება, რომელსაც პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება.

დადგენილება 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

დადგენილება განსაზღვრავს შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს; შრომითი საქმიანობის უფლებას; შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პირობებს; შრომითი საქმიანობის უფლების გასაცემად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაციას; შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცედურებს; ასევე, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე/გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძვლებს; ასევე, განისაზღვრება შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დაცვაზე მონიტორინგი და კონტროლი.

დადგენილებით განსაზღვრულია, იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.

“„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ დანართით განისაზღვრება იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც კალენდარული წლის განმალობაში შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა ამავე დანართის მე-2 პუნქტში განსაზღვრული კვოტების ოდენობის შესაბამისად.

  1. წლიური კვოტები წესდება შემდეგ პროფესიებსა და შრომით/სამეწარმეო საქმიანობებზე:

ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;

ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;

გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;

დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა – 200.

  1. ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვოტები არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე”, - ნათქვამია დოკუმენტში.
ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს