ლაშა ბაქრაძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა თავისუფლების ადგილი განადგურდეს, მათი მიზანია, შეიქმნას პროფესორ-მასწავლებლებში ერთგულება პარტიის გენერალური ხაზისადმი

უნივერსიტეტებთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლაშა ბაქრაძე უნივერსიტეტის კვოტების შემცირების თაობაზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაქრაძემ განუცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზანი არა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ დიქტატურის გამყარება.

„არანაირი კავშირი ამას განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან არ აქვს, არც უთქვამთ დაახლოებით მაინც, რას მოველით ამ „რეფორმის“ შედეგად, როგორ მდგომარეობაში იქნება ქართული უმაღლესი სასწავლებლები და სკოლები 5-10 წლის შემდეგ, არავითარი გეგმა არ არსებობს გარდა იმისა, რომ ამ წუთას რაც არის, ის განადგურდეს - რასაკვირველია, პირველ რიგში, ილიას უნივერსიტეტი განადგურდეს, რადგან ეს მათთვის ითვლება ლიბერალიზმის ბუდედ.

უნდათ თავისუფლების ადგილი განადგურდეს, სადაც ადამიანებს ასწავლიან თავისუფალ აზროვნებას. როგორც დიქტატორებისთვის არის დამახასიათებელი, მათი მიზანი არის, შეიქმნას პროფესორ-მასწავლებლებში ერთგულება პარტიის გენერალური ხაზისადმი, რომ არსად ისმოდეს თავისუფალი ხმა, რასაც ჩვენ ყველგან ვხედავთ. ეს არის იმ დიდი მოზაიკის ნაწილი მხოლოდ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მიმდინარეობს თავისუფალი, დემოკრატიული ინსტიტუტების დიდი ნგრევა, იმ ინსტიტუტების, რომლის იმედი გვქონდა, რომ ჩვენი განვითარების მომავალი იქნებოდა. ახლა ამ ყველაფრის ნგრევა და განადგურება მიმდინარეობს“,-განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია