მექსიკის უდიდესი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი „ელ მენჩო“ დაკავების ოპერაციის დროს დაიღუპა

მექსიკის უდიდესი ნარკოკარტელის „ხალისკოს ახალი თაობის“ (CJNG) ლიდერი ნემესიო ოსეგუერა სერვანტესი, რომელიც „ელ მენჩოს“ სახელით არის ცნობილი, დაკავების ოპერაციის დროს დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი მექსიკის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ნემესიო ოსეგუერა სერვანტესი მის მხარდამჭერებსა და არმიას შორის მომხდარი შეტაკებების დროს მძიმედ დაიჭრა და დედაქალაქ მეხიკოში გადაყვანის დროს დაიღუპა.

დაკავების ოპერაციის დროს ტაპალპაში, ხალისკოს შტატის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, CJNG-ის ოთხი წევრი დაიღუპა და სამი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

CJNG-მა ოპერციას ავტომობილების ცეცხლის წაკიდებით, საგზაო ბლოკპოსტების აგებით და რვა შტატში უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმით უპასუხა.

კვირა დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია ხალისკოსა და სხვა ქალაქების ქუჩებში შეიარაღებული პირების ყოფნის შესახებ. ხალისკოს გუბერნატორმა, პაბლო ლემუს ნავარომ, სოციალურ მედიაში შტატის მაცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

მექსიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოპერაცია ქვეყნის სპეციალურმა ძალებმა დაგეგმა და განახორციელა. ასევე განლაგდა მექსიკის საჰაერო ძალების და ეროვნული გვარდიის თვითმფრინავები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ მექსიკას აწვდიდა ინფორმაციას, რამაც ოპერაციის ჩატარებას ხელი შეუწყო. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ელ მენჩოს დაკავებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოს სახით 15 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა დაწესებული.

59 წლის ყოფილი პოლიციელი ელ მენჩო ხელმძღვანელობდა უზარმაზარ კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელიც აშშ-ში კოკაინის, მეტამფეტამინის და ფენტანილის დიდი რაოდენობით ტრეფიკინგზე იყო პასუხისმგებელი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს