ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

ირანი და აშშ ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ხუთშაბათს ჟენევაში გამართავენ, - ამის შესახებ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალბუსაიდიმ განაცხადა.

„მოხარული ვარ დავადასტურო, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებები ჟენევაში ხუთშაბათს გაიმართება და შეთანხმების დასრულებისკენ დამატებითი ნაბიჯების გადადგმისკენ დადებითი იმპულსი არსებობს“, - განაცხადა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს.

მანამდე, Reuters-მა ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა მიანიშნა, რომ მზადაა აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს სანქციების მოხსნისა და ურანის გამდიდრების უფლების აღიარების სანაცვლოდ.

Reuters-ის წყაროს თქმით, მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ ორი მხარე მკვეთრად განსხვავებულ პოზიციაზე რჩება - თუნდაც აშშ-ის სანქციების შემსუბუქების მასშტაბისა და თანმიმდევრობის საკითხში.

ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თეირანი სერიოზულად განიხილავს ყველაზე გამდიდრებული ურანის ნახევრის საზღვარგარეთ გაგზავნის, დანარჩენის შესუსტებისა და რეგიონული გამდიდრების კონსორციუმის შექმნაში მონაწილეობის კომბინაციის ვარიანტს. მისი განმარტებით, ირანი ამას გააკეთებს აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული გამდიდრების უფლების აღიარების სანაცვლოდ, შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს ეკონომიკური სანქციების მოხსნას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს