პატრულ-ინსპექტორი ნინო ჯიოშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე - მუხლზე მეტალი მომხვდა, ჩემი ვარაუდით, სასახლის ჯებირის ნაწილი - იმდენად არეული სიტუაცია იყო, კონკრეტულად ვინ მესროლა არ ვიცი

მარცხენა მუხლის სახსარში მეტალი მომხვდა, ჩემი ვარაუდით, სასახლის ჯებირის ნაწილი. უშუალოდ, კონკრეტული პიროვნება არ დამინახავს, ვინ მესროლა, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ჩვენების მიცემისას პატრულ-ინსპექტორმა ნინო ჯიოშვილმა განაცხადა.

მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

„აქციის მონაწილეები დედას გვაგინებდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, „რუსის მონას" გვეძახდნენ, სხვადასხვა ნივთს გვესროდნენ, რა დროსაც დაზიანება მივიღე, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადამიყვანა, გამეწია დახმარება და იმავე დღეს გავეწერე ბინაზე.

მარცხენა მუხლის სახსარში მეტალი მომხვდა, ჩემი ვარაუდით, ჯებირის ნაწილი. უშუალოდ, კონკრეტული პიროვნება არ დამინახავს, ვინ მესროლა. იმდენად არეული სიტუაცია იყო, კონკრეტულად ვინ მესროლა ნივთი არ ვიცი, „წიწაკის სპრეი“ ისევე როგორც სხვებზე, ჩემზეც მოქმედებდა და ხედვა დაფარული იყო“, - განაცხადა ჯიოშვილმა.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის კითხვაზე, დაზიანდნენ თუ არა აქციის მონაწილეებიც, პოლიციელმა უპასუხა, რომ „არ იცის და ალბათ, დაზიანდნენ“.

კიდევ ერთ კითხვაზე, გაიგონა თუ არა, რომ პოლიციელები აქციის მონაწილეებს აგინებდნენ, მოწმემ უპასუხა, რომ „არ გაუგონია“.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს