კაია კალასი - განვიხილავთ სანქციების მე-20 პაკეტს, დღეს პროგრესი მოსალოდნელი არ არის

განვიხილავთ უკრაინის საკითხს, რა თქმა უნდა, იქნება განხილვები სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც, როგორც ყველა იცით, დღეს პროგრესი მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განიცხადა, სადაც დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სანქციების პაკეტი გვქონდეს, რათა ეს საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ. მე ასევე ვესაუბრე წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც გეგმავენ ამ საკითხის დაყენებას და იმ ქვეყნების დარწმუნებას, რომლებიც მას ბლოკავენ. ჩვენ ასევე ვეძებთ გზებს, როგორ გავაკეთოთ ეს, მაგრამ ვინაიდან მოვისმინეთ გარკვეული მკაცრი განცხადებები უნგრეთისგან, ამიტომ, სამწუხაროდ, რეალურად ვერ ვხედავ, რომ ისინი დღეს თავიანთ პოზიციას შეიცვლიან”, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ ასევე იმას, თუ რაზე უნდა ესაუბრონ რუსეთს.

„აქამდე ზეწოლა ხორციელდებოდა უკრაინაზე, სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, აშკარაა, რომ ზეწოლა რუსეთზე უნდა განხორციელდეს, რადგან სწორედ ისინი არიან აგრესორები ამ ომში და გვსურს რომ ეს ომი დასრულდეს. თუ გვსურს, რომ ის უფრო შორს არ წავიდეს, გვჭირდება რუსეთის მხრიდან დათმობებზე წასვლა. განვიხილავთ ასევე 90 მილიარდიან სესხსაც. როგორ შეიძლება წინ წავიწიოთ, მაგრამ ვნახოთ, როგორ გამოვა“, - აღნიშნა კალასმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს