პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა კოჯორში, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას.

„დღევანდელი დღე გახლავთ ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას და მუდამ ვიბრძოლებთ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის. დღევანდელი დღე გახლავთ ნათელი დასტური იმისა, ქართველები და ქართველი ახალგაზრდები როგორ იცავდნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლის ფასად. სწორედ ქართული სამხედრო სკოლის კურსანტების, იუნკრების თავგანწირვა არის ნათელი მაგალითი სამშობლოსადმი ერთგულებისა და თავგანწირვის.

ასევე, ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ საუკუნეზე მეტი გავიდა და ქართველ ხალხს და ახალგაზრდობას კვლავ უწევს ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვით იმას, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არ შეეგუება ოკუპაციას და მუდამ ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის და ოკუპაციის წინააღმდეგ“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს