ირაკლი კობახიძე - გიორგი ანწუხელიძე, ისევე როგორც სხვა გმირები, 2008 წელს შეეწირნენ სააკაშვილის და მისი სისხლიანი რეჟიმის ავანტიურას - ეს თქვა წულუკიანმა და ვეთანხმები

სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ დაიწყო ომი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გიორგი ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას - 2008 წელს, მაშინდელმა რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება აღიარა, ეს მე არ გამიკეთებია, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „საბოლოო ჯამში, გიორგი ანწუხელიძე, ისევე როგორც სხვა გმირები 2008 წელს შეეწირნენ სააკაშვილის და მისი სისხლიანი რეჟიმის ავანტიურას“.

„ეს თქვა წულუკიანმა და ვეთანხმები. სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ დაიწყო ომი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გიორგი ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას. ომი დაიწყო [მიხეილ სააკაშვილმა] და ამას მოჰყვა შემდეგ რუსული ოკუპაცია. 2008 წელს, მაშინდელმა რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება აღიარა, ეს მე არ გამიკეთებია.

ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ბაზაში ასე წერია: ომი გადაიზარდა ქართული მხარის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მათ ომის დაწყება აღიარეს“,- აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მან მარო მაყაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ოკუპაცია განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და ამ ოკუპაციას შეეწირა მარო მაყაშვილი.

„თქვენ იცით, იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან. რა თქმა, უნდა ამ ოკუპაციას შეეწირა მარო მაყაშვილი. ეს იყო საბჭოთა არმია, ბუნებრივია, რუსული წამყვანი ძალა იყო საბჭოთა პერიოდში. საბჭოთა ძალა იყო და რუსები იყვნენ ძირითადად წარმოდგენილი საოკუპაციო ძალაში“,- აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის თავიდან არიდება, პრემიერი აღნიშნავს: „1921 წელს მეეჭვება შესაძლებელი ყოფილიყო. თუ სხვა მიმართულებით მიგყავთ საუბარი, 2008 წელს, სააკაშვილს შეეძლო არ დაეწყო ომი. იმ პერიოდში განხორციელდა არამხოლოდ საქართველოს ოკუპაცია, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია. ამ საერთო სურათს თუ გავითვალისწინებთ, მყარადაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 1921 წელს ოკუპაციის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. რაც შეეხება 2008 წელს, 2008 წელს ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო და აღიარა ომის დაწყება. შედარებისთვის არ გამოგადგებათ 1921 წელი და 2008 წელი“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს