გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

სკოლამდელი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო ასოციაციამ (International Association for Quality Assurance in Pre-Tertiary and Higher Education –(QAHE) გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს მიანიჭა „ბრწყინვალების ჯილდო განათლებაში“ (“Excellence in Education 2025-26 Award”). ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასოციაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს მიენიჭა პრესტიჟული ჯილდო - „ბრწყინვალების ჯილდო განათლებაში“.

„ეს აღიარება ხაზს უსვამს უნივერსიტეტის ერთგულებას აკადემიური ხარისხის, ინოვაციური სწავლების პრაქტიკისა და საგანმანათლებლო სფეროში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის...

„ბრწყინვალების ჯილდო განათლებაში“ წარმოადგენს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ხარისხისკენ დაუღალავი სწრაფვის მკაფიო დასტურს. ეს აღიარება ასახავს საგანმანათლებლო პროცესისადმი უნივერსიტეტის კომპლექსურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს აკადემიურ სივრცეს, კვლევასა და საზოგადოებისთვის გაწეულ ამაგს...“.

უნივერსიტეტი ულოცავს გრუნის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელთა დაუღალავი შრომითაც მიღწეულია ეს საერთაშორისო აღიარება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს