პრემიერი - საბოტაჟის საქმე საჭიროებს ბოლომდე მიყვანას, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული ადამიანები საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სუვერენიტეტს, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის დანაშაულზე დადგეს შესაბამისი სასჯელი

„საბოტაჟის საქმე“ საჭიროებს ბოლომდე მიყვანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე საუბრისას განუცხადა.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის დანაშაულზე დადგეს შესაბამისი სასჯელი.

„საბოტაჟის საქმე“ საჭიროებს ბოლომდე მიყვანას, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული ადამიანები საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის დანაშაულზე დადგეს შესაბამისი სასჯელი. დანარჩენი არის სამართალდამცავი უწყებების საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს