„მედინას“ დირექტორის განცხადებით, ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა, „ცოტა გაუმჯობესებულია“, თუმცა მძიმედ ფასდება, დედის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია

ახალშობილის გადარჩენაში, რომელიც ბათუმში მდებარე კლინიკა “მედინას“ სანიტარმა, ამავე კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები ჩაერთნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. რაც შეეხება დედას, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის ასევე კლინიკაში რჩება.

“ახალშობილის მდგომარეობა ძალიან მძიმედ ფასდება. ცოტა გაუმჯობესება აქვს. პირველადი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციული ღონისძიება მიმდინარეობს. ქალაქ თბილისიდან ყველა წამყვანი სპეციალისტი ჩართულია. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს კონსილიუმი გვქონდა, სხვადასხვა სპეციალისტებით ჩაერთნენ, ეტაპობრივად, რაც საჭიროა - უკეთდება. ბავშვის თბილისში გადაყვანა არ იგეგმება, რადგან არატრანსპორტაბელურია.

ახალშობილის დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკაში რჩება“, - აცხადებს ჯუმბერ უნგიაძე

გუშინ, ბათუმის კლინიკა “მედინაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს