ირაკლი კობახიძე - როცა არის მოთხოვნა, მთაწმინდის ანძის განათებაზე, ეს ასეც ხდება, რაც შეეხება ფერეიდნის საკითხს, ეს იყო იძულებითი ემიგრაცია და ჩვენთვის საზეიმო მოვლენა ნამდვილად არ არის ფერეიდანში ქართველების გადასახლება

ჩვენი წარმომადგენელი დაესწრო ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს, რომელიც აღინიშნებოდა კონკრეტულად სასტუმროში. რაც შეეხება ფერეიდნის საკითხს, ეს იყო იძულებითი ემიგრაცია და ჩვენთვის საზეიმო მოვლენა ნამდვილად არ არის ფერეიდანში ქართველების გადასახლება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთაწმინდის ანძის ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათებისა და საზეიმო ღონისძიებაზე დასწრების საკითხს.

მისი თქმით, გზავნილი ძალიან მარტივია, როდესაც არის მოთხოვნა, მთაწმინდის ანძის განათებაზე, ეს ასეც ხდება.

„ძალიან მარტივია გზავნილი - ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, როდესაც ტარდება მიღება, ყოველთვის მიდის მიღებაზე სახელმწიფოს წარმომადგენელი და როდესაც შემოდის თხოვნა ანძის განათებასთან დაკავშირებით, ყოველთვის ნათდება ანძა. სადაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ყველგან არის შესაბამისი პროტოკოლი დაცული“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ არავინ მივიდა ლიეტუვას საელჩოში გამართულ მიღებაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ შეიძლება მიწვეულები არ იყვნენ.

„არ ვიცი კონკრეტული შემთხვევა, შეიძლება არ დაგვიძახეს, ვერ გეტყვით! სადაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მათ შორის, საქმე ეხება ლიეტუვასაც, ესტონეთსაც, სხვა ქვეყნებსაც, რომლებსაც დასანქცირებული ჰყავთ თუნდაც ჩვენი ხელისუფლება, იქაც ჩვენი წარმომადგენელი აუცილებლად უნდა მივიდეს და უნდა მისულიყო.

ჩვენი წარმომადგენელი დაესწრო ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს, რომელიც აღინიშნებოდა კონკრეტულად სასტუმროში, რაც შეეხება ფერეიდნის საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე არ ვაფასებთ ამ მოვლენას, ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული შეფასება. ეს იყო იძულებითი ემიგრაცია და შესაბამისად, ჩვენთვის საზეიმო მოვლენა ნამდვილად არ არის ფერეიდანში ქართველების გადასახლება. ჩვენი წარმომადგენელი დაესწრო ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა ეროვნულ დღესასწაულს და არა ფერეიდნის საკითხს,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 11 თებერვალს, საღამოს, თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ამ დღეს ირანმა 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავი აღნიშნა. ამასთან, მედიაში გავრცელდა აკადემიური, პოლიტიკური და დიპლომატიური წრეებისთვის გაგზავნილი მოსაწვევი, რომელსაც ეწერა: „ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს