ტატა ხვედელიანი ოპოზიციის ნაწილის შესაძლო გაერთიანებაზე - კარგად იციან, რომ ეს გაერთიანება „ჩაფლავდება“, როგორც „ჩაფლავდა“ აქამდე არსებული გაერთიანებები - ამ ნაბიჯებით „ოცნებას“ ძალიან კარგად ეხმარებიან

ძალიან კარგად იციან, რომ ეს გაერთიანება „ჩაფლავდება“, როგორც „ჩაფლავდა“ აქამდე არსებული გაერთიანებები - ისინი ამ ნაბიჯების გადადგმით „ოცნებას“ ძალიან კარგად ეხმარებიან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ოპოზიციის ნაწილის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

ხვედელიანის თქმით, მისი პარტიის „ნაცური“ წარმომადგენლობის პარტიებთან გაერთიანებაზე საუბარი ზედმეტია და ეს წითელი ხაზია.

„ჩვენ დღევანდელ სივრცეში ერთობას ვერ ვხედავთ. მითუმეტეს, ვერ ვხედავთ, ჩვენი და „ნაცური“ წარმომადგენლობის პარტიებთან ვერავითარ ერთობას. ეს ჩვენთვის წითელი ხაზია. ერთობაზე საუბარი ზედმეტია, როცა „ნაცმოძრაობის“ განშტოებებია, რომლებიც სხვადასხვა პარტიაში არიან განაწილებული. მათ შეუძლიათ, შეერთდნენ და „ნაცმოძრაობის“ ერთობა იყოს. ჩვენ ჩვენს მყარ დღის წესრიგს მივყვებით, რომელიც კონსტიტუციურია და მშვიდობიანია. ჩვენ ბრძოლისთვის არჩევნები ავირჩიეთ, როცა სხვებმა „ოცნების“ მიერ დაგეგმილი 4 ოქტომბერი აირჩიეს და ქვეყანა უარეს მდგომარეობაში ჩააგდეს. ჩვენი ბრძოლა მწვავე და თანმიმდევრულია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო „ნაცური“ წარმომავლობის პარტიების და მათი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ბრძოლასთან.

ძალიან კარგად იციან, რომ ეს გაერთიანება „ჩაფლავდება“, როგორც „ჩაფლავდა“ აქამდე არსებული გაერთიანებები. ისინი ამ ნაბიჯების გადადგმით „ოცნებას“ ძალიან კარგად ეხმარებიან. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ნიჰილიზმს აჩენს, რადგან 4 ოქტომბერი, ბოიკოტი და სხვა ნაბიჯები ვნახეთ, რომელმაც „ოცნების“ რეჟიმი მკვეთრად გააძლიერა. რა მდგომარეობაც ქვეყანაშია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამოა. ჩვენთვის ეს ყველაფერი წითელი ხაზია, ჩვენ ქართულ პოლიტიკას პრაგმატულად ვუყურებთ. ძალიან კარგად ვიცით, რა ბრძოლაში ვართ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში. მივიდეთ გამარჯვებამდე. ჩვენ ქართულ პოლიტიკაში ის ფაქტორი ვართ, რომელმაც გააცოცხლა საქართველოს პარლამენტში განსხვავებული აზრი, მწვავე ოპონირება და შეიცვალა პარლამენტში ვითარება. საკანონმდებლო ორგანო „ოცნების“ ოფისად იყო ქცეული. ჩვენ შემოვედით და ოპონირებას ვწევთ ნებისმიერ საკითხზე“, - განაცხადა ხვედელიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს