კახა კალაძე - ესტონეთის საელჩო ნათელი მაგალითია, როგორ ერევიან გარედან, ვინ ეკითხება ესტონეთის საელჩოს საქართველოში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ?! - ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას და გააკეთოს თავისი საქმე

ესტონეთის საელჩო ნათელი მაგალითია, როგორ ერევიან თუნდაც გარედან. ვინ ეკითხება ესტონეთის საელჩოს ქვეყანაში განსახორციელებელ რეფორმაზე გააკეთოს განმარტებები?! ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას და გააკეთოს თავისი საქმე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ესტონეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, წარწერით: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“.

მისივე თქმით, მიმდინარეობს განათლების რეფორმა, რომელიც ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანია.

„აბსოლუტურად გაუგებარია. მიმდინარეობს განათლების ფერომა, რომელიც ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანია. მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ განათლების მიმართულებით იყო ხარვეზები, კრიტიკას ვერ უძლებდა აღნიშნული მიმართულება და როგორც კი პრემიერმა დააანონსა მნიშვნელოვანი რეფორმები, რათა ავამაღლოთ განათლების მიმართულებით კვალიფიკაცია, ცოდნის დონე, მაშინვე დაიწყო შეტევა განათლების რეფორმაზე, შეტევები, პოლიტიზება“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ესტონეთის საელჩომ საქართველოში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ელჩის მარგე მარდისალუ-კაჰარმის ფოტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, წარწერით: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს