ივანე ჩხაიძე - ახლა არა ფილტვის ანთება, არამედ ბრონქიოლიტი წარმოადგენს კლინიკებში მომართვიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს - ბრონქიოლიტი იწვევს გახშირებულ, შეტევითი ხასიათის ხველას, სტვენით სუნთქვას

ახლა არა ფილტვის ანთება, არამედ ბრონქიოლიტი წარმოადგენს კლინიკებში მომართვიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს - ბრონქიოლიტი იწვევს მკვეთრად გახშირებულ, შეტევითი ხასიათის ხველას, გახშირებულ სუნთქვას, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის ჩართვას, სტვენით სუნთქვას, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რესპირაციულ სინციტიური ვირუსი მცირე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტს განაპირობებს.

„თებერვლის მეორე კვირას რესპირაციულ სინციტიური ვირუსი გახდა ძირითადი ვირუსი სტაციონარშიც, გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობას, რაც აისახა კლინიკურ გამოვლინებაში.

ახლა არა ფილტვის ანთება, არამედ ბრონქიოლიტი წარმოადგენს მომართვიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. თუ გადავხედავთ, რა დიაგნოზებით არიან ბავშვები მოთავსებულები პედიატრიულ სტაციონარებში, იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვებში გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება, ახლა ბრონქლიოტი სჭარბობს.

ბრონქიოლიტი იწვევს მკვეთრად გახშირებულ შეტევითი ხასიათის ხველას, გახშირებულ სუნთქვას, სპეციფიკური სიმპტომი აქვს - სტვენითი სუნთქვა. ეს არის ბრონქიოლიტის წამყვანი მიზეზი, რაც განპირობებულია ბრონქიოლების შევიწროებით.

თუ ფილტვის ანთებას შევადარებთ, ბრონქიოლიტი არ იძლევა ისეთ მძიმე გართულებას, რომ აუცილებელი გახდეს ბავშვის მოთავსება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს