პიტერ სიიარტო სანქციების მე-20 პაკეტზე - ბურთი უკრაინის მოედანზეა, როდის განაახლებენ უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდებას - ვიდრე ეს არ მოხდება, უნგრეთის პოზიციაში ცვლილება არ იქნება

უნგრეთს არ სძულს უკრაინა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უკრაინის სახელმწიფოს სძულს უნგრეთი და უკრაინის სახელმწიფო ბოლო ათი წლის განმავლობაში ანტიუნგრულ პოლიტიკურ მიდგომას ახორციელებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„უკრაინა უნგრეთის მიმართ ძალიან მტრულად იქცევა. გთხოვთ, ჰკითხოთ უკრაინელებს, რატომ შეწყვიტეს უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება, რატომ დააყენეს რისკის ქვეშ უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოება, რატომ არ დაუბრუნეს უფლებები უნგრეთის ეროვნულ თემს? და ძალიან მაინტერესებს, რა იქნება მათი პასუხი“, - აღნიშნა სიიარტომ.

მისი მტკიცებით, ევროკომისია იქცევა როგორც „უკრაინის კომისია“ და უკრაინის ინტერესებს უნგრეთზე წინ აყენებს.

სიიარტოს თქმით, სანქციებისა და სესხის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უნგრეთმა იმის გამო მიიღო, რომ უკრაინამ გადაწყვიტა, არ განაახლოს ნავთობის მიწოდება უნგრეთისთვის, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

„ეს არის და ეს. არავის აქვს უფლება, საფრთხე შეუქმნას ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რადგან ეს ეროვნული სუვერენიტეტის საკითხია. ასე რომ, ბურთი უკრაინის მოედანზეა, როდის განაახლებენ უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდებას. სანამ ეს არ მოხდება, უნგრეთის პოზიციაში ცვლილება არ იქნება“, - აღნიშნა სიიარტომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს