კახა კალაძე - სად ნახეთ ჩვენი მხრიდან თავდასხმები?! - წარსულს ჩაბარდა დამოკიდებულება, რაც ზოგიერთი ხელისუფლების მხრიდან იყო, რომ უცხოელი რაც არ უნდა სულელი ყოფილიყო და სისულელე ეთქვა, აბსოლუტური ჭეშმარიტება იყო

სად ნახეთ ჩვენი მხრიდან თავდასხმები?! - წარსულს ჩაბარდა დამოკიდებულება, რაც ზოგიერთი ხელისუფლების მხრიდან იყო, რომ უცხოელი რაც არ უნდა სულელი ყოფილიყო და სისულელე ეთქვა, აბსოლუტური ჭეშმარიტება იყო,- ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, „აპირებენ თუ არა ევროპარლამენტარებთან პოლიტიკის გადახედვას თავდასხმების გარეშე“.

„სად ნახეთ ჩვენი მხრიდან თავდასხმები?! ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, ვიცავთ საკუთარ ხალხს და ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ჩვენ ვართ მოპასუხის რეჟიმში. მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე, ტყუილი, არასამართლიანი დამოკიდებულებაა საქართველოსთან მიმართებაში და თქვენ როგორ გგონიათ, რა უნდა გავაკეთოთ? თავი ჩავხაროთ და ყველა ამ სიცრუეს დუმილით ვუპასუხოთ? ასე ვერ იქნება.

წარსულს ჩაბარდა ის დამოკიდებულება, რაც ზოგიერთი ხელისუფლების მხრიდან იყო, რომ უცხოელი რაც არ უნდა სულელი ყოფილიყო და სისულელე ეთქვა, სრული ჭეშმარიტება იყო. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ხალხს, როგორ დავიცვათ სუვერენიტეტი“, - აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, კახა კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს ფაქტს, რომ დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელებენ.

„როდესაც საქმე ეხება სიცრუეს, შეიძლება საქართველო მათთვის საუკეთესო და საჩვენებელი მაგალითი იყოს, თუ როგორ ცრუობს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ჩვენთან მიმართებაში. როცა საქმე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეხება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ზოგადად ორმაგი სტანდარტები ძალიან ცუდია“, - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!